ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ფუკუშიმას გაყინვას რამდენიმე თვე დასჭირდება


ფუკუშიმას გაყინვას რამდენიმე თვე დასჭირდება
ფუკუშიმას გაყინვას რამდენიმე თვე დასჭირდება

კომპანია "ტეპკოს" განცხადებით, რომელიც იაპონიის ფუკუშიმას ბირთვულ რეაქტორზე სარემონტო-აღდგენით სამუშაოებს ატარებს, რეაქტორზე ბირთვული კრიზისი ექვსიდან ცხრა თვეში დამთავრდება.

დღეს გავრცელებული ინფორმაციით, "ტეპკო" დაზიანებულ ფუკუშიმა დაიჩის რეაქტორს სტაბილურ მდგომარეობაში რამდენიმე თვეში გადაიყვანს, რის შემდეგაც მისი, ეგრეთ წოდებული, „ცივი გათიშვა“ იქნება შესაძელებელი.

ტეპკოს პრეზიდენტი ცუნეჰისა კაცუმატას განცხადებით: „დარჩენილი სამუშაოების პირველ ეტაპზე, კომპანია ბირთვულ საწვავს გააგრილებს, რადიაციით დაბინძურებული წყლის შესანახად სათანადო მოცულობის ფართს გამონახავს და რადიაციის გამოყოფას შეამცირებს. ამ სამუშაოებს რამდენიმე თვე დასჭირდება.“

სამუშაოების პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, კომპანია რეაქტორების ანტირადიაციული მასალით დაფარვას აპირებს, რათა ევაკუირებულ მოსახლეობას საკუთარ სახლებში დაბრუნების საშუალება მისცეს.

XS
SM
MD
LG