ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიაში რადიაციის დონე მატულობს


იაპონიაში რადიაციის დონე მატულობს
იაპონიაში რადიაციის დონე მატულობს

ატომური ელექტროსადგურიდან ორი თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს ფეხების დაზიანებით

იაპონიის ხელისუფლების განცხადებით ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან ორი თანამშრომელი საავადმყოფოში გადაიყვანეს ფეხების დაზიანებით, მას შემდეგ რაც მათ რადიაციის დიდი დოზით დასხივება მიიღეს მესამე რეაქტორზე მუშაობის დროს.

მესამე რეაქტორი ყველაზე სახიფათოა ფუკუშიმას ექვსი რეაქტორიდან, რადგან აქ ყველაზე უფრო დიდია არასტაბილური პლუტონიუმის მარაგი.

დღეს განახლდა ატომურ ელექტროსადგურზე აღდგენითი სამუშაოები მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად რადიაციის გაჟონვის შეჩერება ვერ მოხერხდა.

რადიაციამ უკვე ელექტროსადგურიდან 250 კილომეტრით დაშორებულ ტოკიოს მიაღწია და იაპონიის დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემაში შეაღწია, რამაც მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.

XS
SM
MD
LG