ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონიაში ბავშვების ჯამრთელობას ამოწმებენ


იაპონიაში ბავშვების ჯამრთელობას ამოწმებენ

იაპონელმა ექიმებმა 360,000 ბავშვის შემოწმების პროცესი დაიწყეს, იმისათვის რომ ატომური ელექტროსადგურის რადიაციით დასხივებულ ბავშვებში ფარისებრი ჯირკვლის კიბოს რისკის ფაქტორების შესწავლა მოახდინონ.

ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი გამოკვლევა ფუკუშიმას სამედიცინო უნივერსიტეტში დაიწყო. ექიმი შინიჩი სუზუკის განცხადებით:

"ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის შემდეგ კიბოს ჩამოყალიბებამდე შეიძლება დიდი დრო გავიდეს. 1986 წელს ჩერნობილის ბირთვული ავარიის შემდეგ 4-5 წლის შემდეგ დაიწყო სიმპტომების გამოვლენა. ამ შემთხვევაში კი დაკვირვების პერიოდი შეიძლება უფრო მეტ ხანს გაგრძელდეს".

ელექტროსადგურიდან რადიაციის გამოჟონვა 11 მარტს მომხდარი მიწისძვრისა და გამანადგურებელი ცუნამის შემდეგ დაიწყო.

ოფიციალური მონაცემებით, მიღებული დასხივების შედეგად ჯერ-ჯერობით არავინ გარდაცვლილა, თუმცა სკრინინგების ჩატარებამ აჩვენა რომ ფუკუშიმადან ევაკუირებულ 130 ბავშვიდან 10-ს ფარისებრ ჯირკვალზე დარღვევები შეენიშნებათ.

XS
SM
MD
LG