ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტოკიოში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე მსჯელობენ


ტოკიო, იაპონია
ტოკიო, იაპონია

იაპონიის პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ მთავრობა დედაქალაქში საგანგებო ვითარების გამოცხადებას განიხილავს. იოშიჰიდე სუგას თქმით, ტოკიოში და მის შემოგარენში, კოვიდ-19-ის გავრცელების გამო საგანგაშო ვითარება იქმნება.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ კვირას ახალი კორონავირუსით ინფიცირების 3 150 შემთხვევა და 51 სიკვდილის ფაქტი აღრიცხა. სულ იაპონიაში აქამდე 244 559 ინფიცირებულია დაფიქსირებული. კოვიდ-19-ის გართულებებით გარდაცვლილთა რაოდენობა კი 3 612-ს აღემატება.

გამოცხადების შემთხვევაში, საგანგებო ვითარება დედაქალაქს და მიმდებარე სამ პრეფექტურას მოიცავს. პანდემიის დასაწყისში, ადრე გაზაფხულზე, მაშინდელმა პრემიერმა შინზო აბემაც გამოაცხადა 30-დღიანი საგანგებო ვითარება, რომელმაც აპრილში, ტოკიოს გარდა, 6 პრეფექტურა მოიცვა.

მთავრობის სხდომაზე პრემიერმა სუგამ თქვა, რომ ვაქცინაციის მასობრივი პროცესი თებერვლის თვეში დაიწყება. როგორც სხვა ქვეყნებში, იაპონიაშიც ჯერ წინა ხაზზე მომუშავე სამედიცინო სფეროს მუშაკებს აცრიან, შემდეგ კი - ხანდაზმულებს.

იაპონია შარშან გაუქმებული ზაფხულის ოლიმპიადის გამართვასაც გეგმავს. მთავრობა აცხადებს, რომ ზაფხულის ოლიმპიური თამაშები 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე ჩატარდება და ეს იქნება პირველი ნიშანი, რომ ხალხმა "კორონავირუსი დაამარცხა" - ამბობს იაპონიის პრემიერ-მინისტრი.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG