ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იაპონია ოლიმპიური თამაშების გაუქმებაზე ინფორმაციას უარყოფს


იაპონია და "საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი" უარყოფენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თითქოს, 2021 წლის ოლიმპიადა ტოკიოში არ ჩატარდება.

მიუხედავად იმისა, რომ იაპონიაში, კორონავირუსის მესამე ტალღის გამო ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული, იაპონიის ოფიციალური პირები და ოლიმპიური კომიტეტის წევრები აცხადებენ, რომ სამუშაოები მიმდინარეობს და თამაშები მაინც ჩატარდება.

მთავრობის სპიკერმა თქვა, რომ "სიმართლე არ არის" ბრიტანული Times- ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ იაპონიის მთავრობამ დამოუკიდებლად მიიღო გადაწყვეტილება თამაშების გაუქმების შესახებ.

Times- ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იაპონიის მმართველი კოალიციის წევრმა მათ უთხრა, რომ მთავრობა ახლა მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ 2032 წლის თამაშებზე იზრუნოს. სწორედ ამ წელს შეძლებს იაპონია ხელმეორედ ოლიმპიური თამაშების ჩატარებას.

"ჩვენ უარვყოფთ ამ ინფორმაციას", თქვა მანაბუ საკაიმ, იაპონიის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ.

იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარემ იასუჰირო იამაშიტამ ამ ინფორმაციას "ფაბრიკაცია" უწოდა.

იაპონიაში, ოლიმპიური თამაშები 2020 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო, ამ თარიღმა 2021 წლამდე გადაინაცვლა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG