ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მიხეილ ჯანელიძე ატლანტიკურ საბჭოში სიტყვით გამოვიდა


ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
ფოტო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე 16 მარტს ვაშინგტონში მდებარე გავლენიან ატლანტიკურ საბჭოს ესტუმრა და ექსპერტებს შეხვდა. საბჭოში ის ასევე სიტყვით გამოვიდა.

როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გვამცნობს, მიხეილ ჯანელიძემ საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აუცილებლობაზე, რუსეთის ფედერაციის აგრესიულ პოლიტიკაზე, საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და ეკონომიკის განვითარების შესაძლებლობებზე ისაუბრა.

სიტყვით გამოსვლის დროს, საქართველოს მთავარმა დიპლომატმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებსა და საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხს. ექსპერტებთან შეხვედრისას განხილული იყო ქვეყანაში მიმდინარე პროც ესებიც.

XS
SM
MD
LG