ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯეიმს მატისი იაპონიასა და სამხრეთ კორეას ეწვევა


აშშ-ის თავდაცვის ახალი მდივანი ჯეიმს მატისი ტრამპის ადმინისტრაციის პირველი მაღალჩნოსანია, რომელიც უცხოეთში გაემგზავრება. მატისი, რომელიც სენატმა გასულ კვირას დაამტკიცა, იაპონიასა და სამხრეთ კორეას ეწვევა. პენტაგონის ცნობით, ვიზიტი ხაზს გაუსვამს მოკავშირეთა მიმართ შეერთებული შტატების ერთგულებას და უფრო მეტად განამტკიცებს თანამშრომლობას უსაფრთხოების სფეროში.

მატისი სეულში 1 თებერვალს, ტოკიოში კი 3 თებერვალს ჩავა. თავდაცვის მდივანმა ტრადიციულ მოკავშირეებთან საუბარი პირველი სამუშაო დღეების პრიორიტეტად გამოაცხადა. ის უკვე დაუკავშირდა ნატოს გენერალურ მდივანს, აგრეთვე კანადელ, ბრიტანელ, ავსტრალიელ და ახალზელანდიელ კოლეგებს.

საარჩევნო კამპანიისას მაშინდელმა კანდიდატმა დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეასა და იაპონიას, მოუწოდა, უფრო მეტად გაინაწილონ უსაფრთხოების ტვირთი, რომლის უმეტეს ნაწილს შეერთებული შტატები ეზიდება. სამხრეთ კორეასა და იაპონიაში ათასობით ამერიკელი ჯარისკაცია განთავსებული.

XS
SM
MD
LG