ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გარდაიცვალა ამერიკელი მსახიობი ჯეიმს განდოლფინი


განდოლფინიმ სახელი გაითქვა სატელევიზიო დრამა „სოპრანოებში“ მაფიის ბოსის როლის შესრულებით

ამერიკელი მსახიობი ჯეიმს განდოლფინი იტალიაში მოგზაურობის დროს 51 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა.
განდოლფინიმ სახელი გაითქვა სატელევიზიო დრამა „სოპრანოებში“ მაფიის ბოსის როლის შესრულებით. ეს პოპულარული სერიალი 1999-2007 წლებში გადიოდა ამერიკული საკაბელო ტელევიზიის ერთ-ერთ არხზე.
XS
SM
MD
LG