ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჯაკობ ზუმა დღეს ლიბიას ეწვია


ჯაკობ ზუმა დღეს ლიბიას ეწვია

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი ჯაკობ ზუმა დღეს ლიბიას ეწვია. ვიზიტის მიზანი ლიბიის ლიდერ მუამარ კადაფისა და აჯანყებულებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მიღწევაა. ოპოზიცია კადაფის გადადგომას ითხოვს.

ზუმა ტრიპოლიში აფრიკის კავშირის ეგიდით უკვე მეორედ ჩადის.

დღესვე ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა, რომ ნატოს ოპერაციის წყალობით, კადაფის შეიარაღებული ძალების მხრიდან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ძალის გამოყენების შესაძლებლობა საგრძნობლად შესუსტდა.

XS
SM
MD
LG