ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წუთიერი დუმილი იაპონიაში


მიწისძვრის და ცუნამის 2 წლისთავის აღსანიშნავ ცერემონიალს იმპერატორის ოჯახთან ერთად მთავრობის წევრებიც ესწრებიან

იაპონიამ წუთიერი დუმილით აღნიშნა მიწისძვრის და ცუნამის ორი წლისთავი. სტიქიურმა უბედურებამ თითქმის 19 ათასი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა და ჩერნობილის შემდეგ ყველაზე მასშტაბური ბირთვული კატასტროფა გამოიწვია.

ტოკიოში გამართულ ოფიციალურ ცერემონიალს იმპერატორის ოჯახთან ერთად ქვეყნის თითქმის ყველა უმაღლესი ოფიციალური პირი ესწრებოდა. ქვეყანაში ატომური სადგურების საწინააღმდეგო დემონსტრაციებიც იგეგმება. გატარებული ღონისძიებების მიუხედავად აღდგენითი სამუშაოები საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, ორი წლის შემდეგ 300 ათასამდე იაპონელი ჯერ კიდევ დროებით თავშესაფარში ცხოვრობს და მუდმივი საცხოვრებელი არ გააჩნია.
XS
SM
MD
LG