მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამომძიებელი, რომელიც სპილოს ძვლის და მარტორქის რქის არაკანონიერ ვაჭრობის საქმეებზე მუშაობდა კენიის დედაქალაქ ნაირობიში დღეს საკუთარ სახლში მკვდარი იპოვეს. მას სასიკვდილო ჭრილობა დანით ყელში ჰქონდა მიყენებული.
ეზმონდ ბრედლი მარტინი 75 წელის იყო და ის ნაირობიში ცხოვრობდა. მარტინი არაერთი გახმარურებული საქმის გამომძიებელი იყო, რომლებმაც სპილოს ძვლისა და მარტორქის რქის ძვლების ტრეფიკინგი და უკანონო ბაზრები გამოავლინა.
მისი საქმიანობა გახდა ჩინეთის მთავრობის მიერ 1993 წელს მარტორქის რქის უკანონო ვაჭრობის აკრძალვის საფუძველი. ასევე მისი დამსახურებაა ის, რომ მიმდინარე წლის 1 იანვარს პეკინმა სპილოს ძვლით უკანონო ვაჭრობაც აკრძალა.
Facebook Forum