ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მედვედევი დავოსში ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა


პოლიტიკოსების გარდა ივანიშვილი ბიზნესის წარმომადგენლებსაც შეხვდება

რუსულ ინტერნეტ მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს 24 იანვარს რუსეთის ფედერაციის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი , ეკონომიკურ ფორუმზე მიწვეულ სტუმართა საპატივსაცემოდ გამართულ მიღებაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს ესაუბრა.
რუსეთის ერთერთმა საინფრომაციო სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრემიერ მინსიტრები დავოსში სტუმრებისთვის გამართულ ერთერთ წვეულებაზე იმყოფებოდნენ და სწორედ ამ წვეულებაზე, ბიძინა ივანიშვილი მედვედევს მიუახლოვდა და რამდენიმე წუთი ერთმანეთში საუბრობდნენ.
დავოსში ოფიციალურ ვიზიტამდე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ უარყო მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილისა და დმიტრი მედვედევის შესაძლებელი შეხვედრის შესახებ.
ბიძინა ივანიშვილი დავოსში თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შევხდა. დაგეგმილია ისრაელის პრეზიდენტთან შიმონ პერესთან შეხვედრაც.
პოლიტიკოსების გარდა ივანიშვილი ბიზნესის წარმომადგენლებსაც შეხვდება.
XS
SM
MD
LG