ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ჩაძირული გემის სამაშველო სამუშაოები განახლდა


ჩაძირული გემის სამაშველო სამუშაოები განახლდა

დღეს იტალიურ ხომალდ „კოსტა კონკორდიაზე“ სამაშველო სამუშაოები მცირეოდენი შეყოვნების შემდეგ ისევ განახლდა. უახლესი მონაცემებით 4 000 მგზავრით დატვირთული საკრუიზო ლაინერიდან 6 ადამიანი დაიღუპა, 14 დაკარგულია და 30 - დაშავებული.

ჩრდილოეთ იტალიის ნაპირთან მომხდარი კატასტროფის გამო იტალიის სასამართლოში საქმე აღიძრა. დაპატიმრებულია გემის კაპიტანი -ფრანჩესკო ჩეტინო, რომელიც სავარაუდოდ არა-წინასწარგანზრახული მკვლელობისთვის და მგზავრებზე ადრე გემის მიტოვებისთვის აგებს პასუხს.

ქალაქ გენუაში ხომალდის მფლობელი კომპანიის „კოსტა კრუისერის“ წარმომადგენლის -პიერ ლუგი ფოჩის- განცხადებით გემის კაპიტანმა კურსი თავიდანვე არასწორად აიღო. მას უზარმაზარი ლაინერი ნაპირთან და რიფებთან ძალიან ახლოს მიჰყავდა, რისი უფლებაც არ ჰქონდა. ამასთან კატასტროფის შემდგომი რეაგირების დროსაც გემის კაპიტანმა რამდენიმე საერთაშორისოდ აღიარებული ნორმა დაარღვია.

XS
SM
MD
LG