ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიის პრემიერი უკრაინას მხარს უჭერს, მაგრამ თვითმფრინავების მიწოდებას გამორიცხავს


სამშაბათს, კიევში ვიზიტის დროს, იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯიორჯია მელონიმ თქვა, რომ რუსული თავდასხმების მოგერიებაში იტალია უკრაინის მხარდაჭერას აგრძელებს, მაგრამ ავიაგამანადგურებლების მიწოდებას არ გეგმავს.

რუსული თავდასხმის შემდეგ, იტალიის ლიდერი კიევის მტკიცე მხარდამჭერი იყო, მაგრამ მისი მემარჯვენე კოალიციიდან სხვებს, ამ საკითხზე უფრო ბუნდოვანი პოზიცია ჰქონდათ.

„ამ დროისთვის, თვითმფრინავების მიწოდების საკითხი არ განიხილება,“ თქვა მელონიმ პრეზიდენტ ზელენსკისთან ერთობლივი პრეს-კონფერენციის დროს. ამით მან პასუხი გასცა იტალიურ ყოველდღიურ გამოცემა, „ლა რეპუბლიკაში“ გამოქვეყნებულ ცნობას, რომელიც რომის მიერ AMX ბომბდამშენების მიწოდების შესაძლებლობაზე მიანიშნებდა.

გამოკითხვებმა აჩვენა, რომ იტალიელთა უმრავლესობა უკრაინისთვის იარაღის მიწოდების წინააღმდეგია და ურჩევნია მშვიდობას რუსეთისთვის დათმობების გზით მიაღწიოს, რაც მელონიმ მტკიცედ გამორიცხა. რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ძველმა მეგობარმა, იტალიის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა სილვიო ბერლუსკონიმ ამ თვეში თქვა, რომ ზელენსკისთან შეხვედრას არ ისურვებდა და ომი მას დააბრალა.

სამშაბათს ზელენსკიმ ბერლუსკონის კომენტარების პასუხად თქვა, რომ 86 წლის მედია მოგულს ყოველდღიური დაბომბვების და რუსული თავდასხმებით გამოწვეული ენერგიის გათიშვების პირობებში არ უცხოვრია.

მელონის ხაზი გაუსვა, რომ იტალია მხარდაჭერას გააგრძელებს. მან თქვა, რომ უკრაინის დამარცხებას „შეეძლება სხვა ევროპულ ქვეყნებში შესაძლო შეჭრის საწინდარი გახდეს.“

კიევისთვის თვითმფრინავების მიწოდების უარყოფასთან ერთად, მან თქვა, რომ იტალია SAMP/T-MAMBA სისტემების გარდა, რომელსაც საფრანგეთთან თანამშრომლობით უახლოეს დროში მიაწვდის, დამატებითი ანტისაჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნის საკითხსაც განიხილავს.

XS
SM
MD
LG