ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიამ ლიბიაში საკონსულო გახსნა


იტალიამ ლიბიაში საკონსულო გახსნა
იტალიამ ლიბიაში საკონსულო გახსნა

იტალიამ ლიბიის ამბოხებულთა მთავარ ქალაქ ბენღაზიში საკონსულო გახსნა. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკო ფრატინიმ, გახსნის ცერემონიალზე განაცხადა, რომ კადაფის რეჟიმი დასრულებულია. მისი თქმით, იტალიის ყოფილი კოლონიის ლიდერმა დაკარგა როგორც იტალიის, ასევე მთლიანად საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა. ფრატინი ლიბიაში მას შემდეგ ჩავიდა, რაც სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა ჯაკობ ზუმამ განაცხადა, რომ ლიბიის ლიდერი მუამარ კადაფი მზად არ არის ქვეყნის დატოვებისთვის. ზუმა მუამარ კადაფის ორშაბათს შეხვდა. ის ლიბიის მთავრობას და ამბოხებულებს შორის მშვიდობის დამყარებას ცდილობდა. მისი თქმით, კადაფის სურს ცეცხლის შეწყვეტა, რაც ასევე ნატოს დაბომბვების შეჩერებასაც უნდა მოიცავდეს.

XS
SM
MD
LG