ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იტალიის სანაპიროსთან მიგრანტების გემი აფეთქდა


იტალიის პოლიციის განცხადებით, სულ ცოტა სამი მიგრანტი დაიღუპა, ექვსი დაშავდა და ერთი დაიკარგა იონიის ზღვაში. ინციდენტი იტალიის სანაპიროსთან მოხდა, როცა მიგრანტების გემს ხანძარი გაუჩნდა.

ვიდეო კადრებში, რომელსაც იტალიის სანაპირო დაცვა ავრცელებს, ჩანს როგორ აძლევენ სამართალდამცავები ინსტრუქციებს წყალში მყოფ დაშავებულ ადამიანებს და როგორ ცდილობენ მათ გადარჩენას.

იტალიის პოლიციის ინფორმაციით, მიგრანტების გემის ძრავას ცეცხლი მოეკიდა, რის შემდეგაც გემი აფეთქდა. ამ დროისთვის უცნობია, სულ რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ბორტზე.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG