ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზვავის ქვეშ მოყოლილ სასტუმროში 6 ადამიანი გადარჩა


ზვავი იტალიაში
ზვავი იტალიაში

იტალიელი მაშველები იტყობინებიან, რომ ზვავქვეშ დამარხულ სასტუმროში 6 ადამიანი ცოცხალია. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში ზვავი თითქმის ორი დღის წინ ჩამოწვა.

ჯერჯერობით სამაშველო სამუშაოები გრძელდება და გადარჩენილები თოვლიდან არ ამოუყვანიათ. ღრმა თოვლში და ნანგრევებში თხრა მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა. მაშველები 30-მდე დაკარგულ ადამიანს ეძებენ.

XS
SM
MD
LG