ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტამბოლში აფეთქებას 10 ადამიანი ემსხვერპლა


სტამბოლის გუბერნატორის განცხადებით, სამშაბათს ქალაქის ისტორიულ სულთან აჰმეტის უბანში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა 10 და დაშავდა 15 ადამიანი.

ამ განცხადების თანახმად, აფეთქების სახეობას, მიზეზებსა და პასუხისმგებელ მხარეს გამოძიება სწავლობს. თვითმხილველების განცხადებით, ხმამაღალმა აფეთქებამ რაიონი შეძრა.

სულთან აჰმეტის სკვერი ტურისტებისთვის ერთერთი ყველაზე პოპულარული თავშესაყარი ადგილია. ამ უბანში მდებარეობს ცისფერი მეჩეთი და აია სოფიას ტაძარი.

თურქეთის პრემიერ მინისტრმა აჰმად დავუთოღლუმ აფეთქების შემდეგ უშიშროების უწყებების საგანგებო შეხვედრა მოიწვია.

შეგახსენებთ, რომ თურქეთში, ოქტომბერში ორმა თვითმკვლელმა აფეთქებისას 100 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა.

XS
SM
MD
LG