ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

თურქული მედია ეჭვმიტანილის ვიდეოფირს ავრცელებს


ეჭვმიტანილის ვიდეო

სტამბოლის ტერორიზმის აქტში ეჭვმიტანილის ვიდეო მობილური ტელეფონით არის გადაღებული. ფირზე აღბეჭდილია მისი ავტორი, რომელიც თაქსიმის მოედანზე სეირნობს, ეკრანს ხშირად უყურებს, მაგრამ არაფერს ამბობს. თურქული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა სწორედ ეს იყოს თავდამსხმელი, რომელიც ახალი წლის ღამით სანტა კლაუსის ფორმაში გამოწყობილი სტამბოლის ღამის კლუბში შეიჭრა და ცეცხლი გახსნა. ინციდენტში 39 ადამიანი დაიღუპა.

გაურკვეველია, თუ როდისაა ვიდეო გადაღებული. რამდენიმე ხნით ადრე, პოლიციამ ეჭვმიტანილის ფოტო გამოაქვეყნა, რომელიც უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირეს. თურქული მედიის ცნობით, ტერორიზმის აქტთან დაკავშირებით, სტამბოლის აეროპორტში უკვე დააკავეს ორი უცხოელი მოქალაქე. მომხდარზე პასუხისმგებლობა დაჯგუფება „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.

XS
SM
MD
LG