ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის ლიდერის ისტორიული ვიზიტი ბაჰრეინში


ისრაელის პრემიერი ნაფტალი ბენეტი ბაჰრეინში გამგზავრების წინ

ნაფტალი ბენეტი ორშაბათს ბაჰრეინის დედაქალაქ მანამაში ჩავიდა. ეს ისრაელის პრემიერ-მინისტრის პირველი უმაღლესი დონის ვიზიტია ბაჰრეინში. ორ ქვეყანას შორის ოფიციალური ურთიერთობა ამერიკის შუამდგომლობით, პირველად 2020 წელს დამყარდა, რაც ირანთან დაკავშირებულ საერთო შეშფოთებას ეფუძნებოდა.

ორდღიანი ვიზიტის განმავლობაში ბენეტი ხვდება ბაჰრეინის ტახტის მემკვიდრეს და ქვეყნის პრემიერ-მინისტრ სალმან ბინ ჰამად ალ-ხალიფას. საუბრის მთავარი თემაა ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების გზები, მათ შორის - დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირების განმტკიცება, ტექნოლოგიებზე და ინოვაციაზე აქცენტით - ნათქვამია ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG