ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის ჯარებმა ღაზის საავადმყოფოში რეიდი ჩაატარეს


ისრაელის სამხედრო ძალებმა "შიფას" საავადმყოფოში რეიდი ჩაატარეს. ოთხშაბათ დილას შესული სამხედროები იქ "ჰამასის" მებრძოლებს ეძებდნენ. პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ ისრაელისგან მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე მიიღეს გაფრთხილება.

"სადაზვერვო ინფორმაციაზე დაყრდნობით და [სამხედრო] ოპერაციის აუცილებლობიდან გამომდინარე, ისრაელის თავდაცვის ძალები მიზანმიმართულ ოპერაციას ატარებენ "ჰამასის" წინააღმდეგ კონკრეტულ ადგილზე",- ნათქვამი იყო ისრაელის თავდაცვის ძალების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ისრაელის მთავრობა ამბობს, რომ ისინი თანამშრომლობდნენ "სამედიცინო ჯგუფთან და ასევე არაბულად მოსაუბრეებთან, რომლებმაც მომზადება გაიარეს ამ კომპლექსურ და სენსიტიურ გარემოში ყოფნისთვის და რომელთა მიზანიც იყო, არ მიეყენებინათ ზიანი სამოქალაქო პირებისთვის".

ისრაელის თავდაცვის ძალები ასევე ამბობენ, რომ მათ ბავშვებისთვის საკვები და სამედიცინო ნივთები ჩაიტანეს საავადმყოფოში.

ისრაელის მხარე ამბობს, რომ ჩხრეკის შემდეგ, მათ საავადმყოფოში იარაღი, სადაზვერვო მასალები და კომუნიკაციის საშუალებები იპოვეს, რაც "ჰამასს" ეკუთვნოდა. თუმცა, "ჰამასის" მიერ მართულ ჯანდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ისრაელის ჯარისკაცებს არაფერი უპოვიათ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განცხადებაში თქვა: "არ არსებობს ადგილი ღაზაში, რომელსაც ვერ მივწვდებით. დასამალი არსადაა. თავშესაფარი "ჰამასის" მკვლელებისთვის არ არსებობს".

XS
SM
MD
LG