ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელში არჩევნებზე ნეთანიაჰუ დაწინაურდა


წინასწარი მონაცემებით, პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ისრაელში ორშაბათს ჩატარებულ არჩევნებში იმარჯვებს. ეგზიტპოლების მიხედვით, ის ბენი განცის ცენტრისტულ პარტიაზე წინ არის, მაგრამ ჯერ კიდევ აკლია მთავრობაში უმრავლესობის ჩამოყალიბებისთვის აუცილებელი ხმების რაოდენობა.

ინფორმაციას ისრაელის სამი წამყვანი ტელევიზია ავრცელებს. 70 წლის ნეთანიაჰუ მემარჯვენე ლიკუდის პარტიასთან ერთად, გამარჯვებას უკვე ზეიმობს, თუმცა ჯერ კიდევ არ არის გამორიცხული, რომ წელს, ისრაელში სამჯერ ჩატარებული არჩევნები ისევ პოლიტიკური ჩიხით დასრულდეს, თუ ნეთანიაჰუმ უმრავლესობისთვის აუცილებელი ხმების რაოდენობა ვერ მოიპოვა. ამ ეტაპზე, ეგზიტპოლები მიუთითებს, რომ მას ორი მანდატი აკლია.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG