ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ზავის გაპროტესტების მიზნით გადადგა


ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი

ისრაელის თავდაცვის მინისტრი ავიგდორ ლიბერმანი თანამდებობიდან გადადგა. გადადგომის მიზეზად მან პალესტინელების ავტონომიის შეიარაღებულ ჯგუფ “ჰამასთან” ისრაელის მიერ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმება დაასახელა.

ლიბერმანი ისრაელის მთავრობის ერთ-ერთი წევრია, რომელიც ეგვიპტის შუამდგომლობით მიღწეულ ზავს აკრიტიკებდა. მისი აზრით, ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა ღაზაში პალესტინელებს უფრო მკაცრი სამხედრო რეაგირებით უნდა უპასუხოს.

ზავის შეთანხმებაზე მან განაცხადა, რომ ეს “ტერორიზმთან კაპიტულაციაა.”

ლიბერამანის გადადგომამდე ცოტა ხნით ადრე, ისრაელის პრემიერ მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ საჯაროდ დაიცვა ღაზაში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება. ისრაელსა და პალესტინელებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება რამდენიმე დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

“ჩვენი მტრები გვეხვეწებოდნენ შეგვეწყვიტა ცეცხლი და მათ იციან რატომ,” თქვა ნეთანიაჰუმ.

ღაზადან ისრაელის მიმართულებით “ჰამასმა” 460 რაკეტა გაისროლა, რასაც ისრაელმა ღაზის სექტორში 160 სამიზნის განადგურებით უპასუხა.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით გარდაცვლილია, სულ ცოტა, შვიდი პალესტინელი და ისრაელის ერთი ჯარისკაცი, ასევე არიან დაჭრილებიც.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG