ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკმაყოფილება ისრაელის არმიის რეგულაციების გამო


ათასობით ულტრა-რელიგიურ ებრალეს სარწმუნოების საფუძვლიანი შესწავლისთვის ჯარში გაწვევისგან ათავისუფლებენ

ისრაელის ზომით მეორე პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუს მმართველი პარტია დაშლის საშიშროების წინაშე აღმოჩნდება, თუკი ის სამხედრო სფეროში რეფორმებს არ განახორციელეს. კერძოდ, საუბარია ათასობით ულტრა-რელიგიურ ებრაელზე, რომელთაც სარწმუნოების საფუძვლიანი შესწავლისთვის არმიაში სამსახურისგან ათავისუფლებენ.

ისრაელის ფინანსთა მინისტრმა, იარ ლაპიდმა ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ ჯარში გაწვევის შეღავათების საკითხებში ცვლილებების მიღწევა ჯერჯერობით არ ხერხდება. მსგავსი რეგულაციები კი არმიაში მომსახურე პერსონალის უკმაყოფილებას იწვევს, რომლებიც აცხადებენ, რომ არსებული სისტემა უსამართლოა. ეს ყოველივე საბოლოო ჯამში, მინისტრის აზრით, მმართველი პარტიის დაშლას გამოიწვევს, რაზეც პასუხისმგელობა ისრაელის ახლანდელ მთავრობას დაეკისრება.
XS
SM
MD
LG