ისრაელში მეორე მსოფლიო ომის დროს ებრაელთა წინააღმდეგ განხორციელებულ გენოციდში დაღუპულთა ხსოვნის, ე.წ. ჰოლოკოსტის დღე აღნიშნეს. მთელ ქვეყანაში ორი წუთის მანძილზე ისმოდა სირენების ხმა. შეჩერდა სამანქანო და ქვეითი მოძრაობა. ხალხი მანქანებიდან გადმოდიოდა და წუთიერი დუმილით პატივს მიაგებდა გენოციდის მსხვერპლის ხსოვნას.
ჰოლოკოსტის ხსოვნის დღე ისრაელის კალენდარში, თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მცხოვრები ებრაელებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი თარიღია. ცერემონიები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. დაღუპულთა სახელებს ქვეყნის პარლამენტში ხმამაღლა წარმოსთქვამენ.