ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კლინტონი ისრაელს, პალესტინას და ეგვიპტეს ეწვევა


აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჰილარი კლინტონი სინგაპურის მენეჯმენტის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას. 17 ნოემბერი, 2012 წ.

დიპლომატიური მისიის გამო ისრაელმა დაგეგმილი სახმელეთო ოპერაცია შეაჩერა

„არც პალესტინელთა და არც ღაზელების ინტერესებში კონფლიქტის ესკალაცია არ შედის,“ - აცხადებს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის მოადგილე, ბენ როდესი. სპეციალურ განცხადებაში ის ჰილარი კლინტონის კონფლიქტურ რეგიონში მოლაპარაკებებში მონაწილეობის შესახებ საუბრობს და ამ ფაქტის მოვლენებზე შესაძლო გავლენას აანალიზებს. ბენ როდესის თქმით, საუბარი არ არის ბერკეტებზე, არამედ მთავარი ყველა მხარის საერთო ინტერესია.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი კამბოჯადან პირდაპირ იერუსალიმში გაემგზავრა. ის ჯერ ისრაელის პრემიერ მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება, შემდეგ კი პირდაპირ საუბრებს რამალაში და ქაიროში პალესტინის და ეგვიპტის ოფიციალურ პირებთან გამართავს.

ღაზის სექტორში დაძაბულობის ესკალაცია უკვე მეშვიდე დღეა გრძელდება. ისრაელმა დღეს გადაწყვეტილება დაგეგმილი სახმელეთო ოპერაციის დროებით შეჩერების შესახებ მიიღო და დიპლომატთა შუამდგომლობის შედეგებს ელოდება.
XS
SM
MD
LG