ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელმა ღაზასთან საზღვარი ჩაკეტა


ისრაელმა ღაზის სექტორში გასასვლელი ერთადერთი გამშვები პუნქტი დაკეტა.

პუნქტი კვირას დაიკეტა, თუმცა ისრაელის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ჰუმანიტარული შემთხვევებისთვის, საზღვრის გადაკვეთა შესაძლებელი იქნება.

პალესტინის ავტონომიის ჯანდაცვის ოფიციალურმა პირებმა პარასკევს თქვეს, რომ ღაზის საზღვრის გასწვრივ პროტესტის მსვლელობისას, იმ დროს, როდესაც ეგვიპტელი შუამავლები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებაზე მუშაობდნენ, ისრაელის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ორი პალესტინელი დაიღუპა და 60 დაშავდა.

ღაზის საზღვრის გასწვრივ პალესტინელების პროტესტი მარტის ბოლოდან მიმდინარეობდა და ისრაელ-ეგვიპტის მიერ ღაზას ბლოკადის დასრულებისკენ იყო მიმართული. პალესტინელი ჯანდაცვის ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ პროტესტების დაწყების შემდეგ, ისრაელის მხრიდან გახსნილი ცეცხლის შედეგად 170 პალესტინელი დაიღუპა.

ეგვიპტის ოფიციალური პირები ქაიროში ჰამასის, ღაზის მმართველი პალესტინური ისლამისტური ჯგუფის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რათა ისრაელთან შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის დეტალები შეეჯერებინათ.

ისრაელმა და ეგვიპტემ ღაზას მკაცრი ეკონომიკური შეზღუდვები მას შემდეგ დაუწესეს, რაც 2007 წელს, ჰამასმა, საერთაშორისოდ აღიარებული პალესტინური მმართველობისგან სანაპირო ზოლი მიიტაცა.

XS
SM
MD
LG