ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელ-პალესტინის საზღვრები


ისრაელ-პალესტინის საზღვრები

გასულ კვირას შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ ისრაელის ბევრი მოქალაქე გააღიზიანა, როდესაც განაცხადა, რომ ისრაელ-პალესტინის კონფლიქტის მოგვარება 1967 წლამდე არსებულ ვითარებას უნდა დაუბრუნდეს. როგორც ცნობილია, 1967 წლის არაბეთ-ისრაელის ომის შემდეგ, იერუსალიმის ებრაელებით დასახლებლული რაიონების საზღვარი გაცილებით გაფართოვდა და ზავით გათვალისწინებულ ხაზებს გაცდა. გუშინ კი ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვაშინგტონში ვზიიტისას განაცხადა, რომ ისრაელი 1967 წლამდე არსებულ ვითარებას არ დაუბრუნდება. რა იყო 1967 წლამდე და რა მდგომარეობაა დღეს? დეტალებს „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტი ლუის რამირესი არკვევდა, რომელიც იერუსალიმს ეწვია.

რამოთი იერუსალიმის ებრაული გარეუბანია, რომელიც ქალაქს მთიდან გადმოყურებს. ეს უბანი იმ მიწას ესაზღვრება, სადაც ისრაელს და იორდანიას შორის მწვავე ბრძოლები მიმდინარეობდა 1967 წლის ექვსდღიანი ომის დროს, რაც ისრაელის მიერ ამ ტერიტორიის მიერთებით დასრულდა. ჰილარი ჰერზბერგერი სამხრეთ აფრიკიდან წამოსული ებრაელი იმიგრანტია. ის რამოთის უბნის ერთერთი პირველი მოსახლე იყო.

„ჩვენ გვსურდა გვეცხოვრა იერუსალიმის ფარგლებში გვეცხოვრა. გამოგვიყვეს ეს ადგილი, სადაც 116 სახლი აშენდა. პოლიტიკური საკითხები, მართლაც არ იყო რეალურად გათვალისწინებული“

რამოთის მცხოვრებლებს ამ უბანში კომფორტულ და მშვიდ საგარეუბნო ცხოვრება სურდათ. მათ მოახერხეს კიდეც ასეთი ცხოვრების შექმნა. აქ ახლახანს აშენდა დიდი სავაჭრო ცენტრი, საიდანაც იერუსალიმის ცენტრამდე სულ რამდენიმე წუთის სავალია.

თუმცა სიმშვიდე და კომფორტი არ ასახავს იმ პოლიტიკურ რეალობას, რაშიც რამოთის უბანი 1967 წლის შემდეგ აღმოჩნდა, როდესაც ისრაელმა ეს ტერიტორია ძალით მიიერთა, თუმცა ეს ამ დრომდე საერთაშორისო თანამეგობრობას არ უღიარებია. ისრაელის მთავრობა ათწლეულის მანძილზე ახორციელებს იერუსალიმის გარშემო ებრაული დასახლებების მშენებლობას. ამის მიზანი კი მომავალი თავდასხმების შემთხვევაში ქალაქის უსაფრთხოებაა. პალესტინის ლიდერები კი რამოთის უბანს და აღმოსავლეთ იერუსალიმს თავის მომავალი სახელმწიფოს შემადგენლობაში განიხილავენ.

რამოთის მშენებლობის პარალელურად ისრაელის ხელისუფლებამ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე არაბული ქალაქი ბეით იქსა თავისი 27 ათასი მცხოვრებით შემოსაზღვრა. ომარ გაითი ქალაქის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილეა. მისი თქმით ისრაელი ქალაქის მცხოვრებლებს არ აძლევს სასოფლო სამეურნეო მიწებზე მუშაობის საშუალებას, რადგანაც ეს მიწები ღობის იქით იმყოფება.

მისი თქმით 1967 წლის საზღვრებში დაბრუნება არ არის საკითხის ძირეული გადაჭრა, ამისთვის საჭიროა რომ ბეით იქსას მოსახლეობას თავიანთ სამუშაო მიწებზე გასვლის საშუალება მიეცეს.

1967 წლის საზღვრებში დაბრუნება ისრაელის-პალესტინის სამშვიდობო პროცესის ძირეული საკითხია. რამოთის უბნის მოსახლეობა აცხადებს, რომ მათ აღელვებთ ტერიტორიების გაცვლის საკითხი. ამავდროულად ისრაელის მრავალი მოქალაქე აღაფრთოვანა პრემიერ-მინისტრის ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებამ, რომ ისრაელი საზღვრების გადახედვას არ აპირებს.

XS
SM
MD
LG