ისრაელის პრემიერ მინისტრი ცდილობს ნაკლები მნიშვნელობა მიანიჭოს იმ დაპირისპირებას, რომელიც ამერიკის პრეზიდენტთან მისი შეხვედრის შემდეგ გამოიკვეთა.
ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ მისი და პრეზიდენტი ბარაკ ობამას შეხვედრის შედეგები მედია საშუალებებმა გააზვიადეს.
ვაშინგტონში ვიზიტისას ობამამ ისრაელს 1967 წლის 6-დღიან ომამდე არსებული საზღვრების აღდგენა სთხოვა. ნეთანიაჰუმ ობამას წინადადება უარყო და განაცხადა, რომ იმ საზღვრების დაცვა ისრაელისთვის შეუძლებელი იქნება.
პალესტინელების პრეზიდენტი მაჰმუდ აბასის წარმომადგენელი საებ ერეკატი აცხადებს, რომ ისრაელთან მოლაპარაკების წარმოებას აზრი არ აქვს. მისი თქმით:
„ბატონ ნეთანიაჰუს ძალიან გარკვევით შესთავაზეს არჩევანი უკანონო დასახლებებსა და მშვიდობას შორის. მან დასახლებები აირჩია. როდესაც პრეზიდენტმა ობამამ მას წარსულსა და მომავალს შორის არჩევანი შესთავაზა, მან მომავალს წარსული ამჯობინა.“ - განაცხადა ბატონმა ერეკატმა.