ისრაელის პოლიცია სირიელ დემონსტრანტებს ეძებს, რომლებმაც გოლანის მაღლობებთან ისრაელის საზღვარი დღეს გადაკვეთეს. ისრაელ-სირიის საზღვართან გუშინ დემონსტრაცია გაიმართა, რომელიც 1948 წელს ისრაელის შექმნას აპროტესტებდა. დემონსტრაციის მონაწილეებისთვის საზღვრის გადაკვეთის აღკვეთის მიზნით, ისრაელის ჯარისკაცებმა მათ ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად დაიღუპა 15 ადამიანი და დაშავდა 50-ზე მეტი.
პალესტინელების პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა სამ-დღიანი გლოვა გამოაცხადა დაღუპულებისთვის პატივის მისაგებად.
პალესტინელები გუშინ „ნაქბას“ ანუ „კატასტროფას“ - ისრაელის შექმნას აპროტესტებდნენ. 1948 წელს ისრაელის დაარსებასთან დაკავშირებით 700 ათასი პალესტინელი საკუთარი სახლიდან იძულებით იქნა გასახლებული.
ისრაელის ხელისუფლება გაეროში საჩივრის შეტანას გეგმავს სირიისა და ლიბანის წინააღმდეგ მათ მიერ გაეროს რეზოლუციის დარღვევის გამო. ლიბანმა უკვე შეიტანა გაეროში ისრაელის წინააღმდეგ საჩივარი, ხოლო სირიამ კი ისრაელის მიერ დემონსტრაციის მოანწილეების წინააღმდეგ ცეცხლის გამოყენების ფაქტი დაგმო.