ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბენიამინ ნეთანიაჰუ-მრჩევლებს ხვდება


ბენიამინ ნეთანიაჰუ-მრჩევლებს ხვდება
ბენიამინ ნეთანიაჰუ-მრჩევლებს ხვდება

ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ მრჩევლებს ხვდება. შეხვედრის მიზანია პასუხი გაეცეს იუნესკოს გადაწყვეტილებას, რომელიც პალესტინისთვის სრული წევრობის მინიჭებას გულისხმობს.

ისრაელის ოფიციალურ პირთა განცხადებით პალესტინელთა მიმართ სადამსჯელო ღონისძიებებიც განიხილება, რომლებიც გაეროს უწყების გადაწყვეტილებას აღფრთოვანებით მიესალმნენ.

პალესტინამ გაწევრიანებისთვის გაეროს სააგენტოებს შორის პირველი იუნესკოს მიმართა. ორშაბათს იუნესკოში შემდგარი კენჭისყრა იუნესკოს სუბსიდირების თითქმის მეოთხედი დაუჯდება. სახელმწიფო დეპარტამენტი ნოემბრის 60-მილიონიან შესატანზე უარს აცხადებს, რადგან ამერიკის კანონმდებლობის მიხედვით იკრძალება გაეროს ნებისმიერი სააგენტოს დაფინანსება, რომელიც პალესტინას საკუთარ წევრად მიიღებს. ამის შესახებ განცხადება იუნესკოს გენერალურმა დირექტორმაც გააკეთა. ქალბატონი ირინა ბოკოვას თქმით ის სააგენტოს ფინანსური სტაბილურობით ძლიერ შეშფოთებულია.

XS
SM
MD
LG