ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პანეტამ ამერიკელი კანონმდებლები გააკრიტიკა


პანეტამ ამერიკელი კანონმდებლები გააკრიტიკა

შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანმა ამერიკელი კანონმდებლები გააკრიტიკა. ამის მიზეზი კი პალესტინის ტერიტორიაზე განვითარების პროექტებისთვის გამოყოფილი 200 მილიონიანი დახმარების შეჩერება გახდა. როგორც ლეონ პანეტამ ისრაელში ვიზიტისას და თავდაცვის მინისტრ ეჰუდ ბარაქთან შეხვედრის დროს განაცხადა, ამ „თანხების შეჩერების დრო არ არის.“

„მინდა ვთქვა, რომ დადგა დრო და შესაძლებლობა, რათა დაიწყოს მკვეთრი მოქმედება ორივე მხარეს, მოლაპარაკებისთვის, რომელიც ორი სახელლმწიფოს გადაწყვეტილებით დასრულდება, - განაცხადა პანეტამ.

მისი თქმით, რეგიონში კრიტიკული ვითარებაა და შეერთებული შტატების მთავრობა განაგრძობს პალესტინელების და ისრაელის მთავრობის დარწმუნებას, რომ საჭიროა მოლაპარაკებების დაწყება. სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაცია ინტენსიურ მოლაპარაკებას მართავს კონგრესის წევრებთან, რათა არ მოხდეს ამ თანხების შეკავება. ამერიკელმა კანონმდებლებმა თანხის შეჩერება მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც პალესტინის ადმინისტრაციამ გაეროს წევრობაზე განაცხადი წარადგინა. გუშინ ლეონ პანეტამ შეხვედრები გამართა ისრაელის და პალესტინის ლიდერებთან. დღეს ის ისრალიდან ეგვიპტეში გაემგზავრა.

XS
SM
MD
LG