ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელის ძალები დასავლეთ ნაპირზე პალესტინურ მედია კომპანიებში შეიჭრნენ. სამხედრო უწყების განცხადებით, ეს ოპერაცია ისრაელის წინააღმდეგ ძალადობის წაქეზების საპასუხოდ ჩატარდა.

დაკავებულია ორი პირი. რვა კომპანია ექვსი თვით დაიხურა.

პალესტინელმა ოფიციალურმა პირებმა ეს თავდასხმები დაგმეს და თქვეს, რომ ამან პრესის თავისუფლება დაარღვია.

ამ ქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე, ისრაელის მთავრობამ გამოაცხადა, რომ არ დაელაპარაკება პალესტინელთა მთავრობას, რომელშიც დაჯგუფება „ჰამასი“ იქნება წარმოდგენილი, თუ რამდენიმე მოთხოვნა არ შესრულდება. მათ შორის არის „ჰამასის“ განიარაღება, ძალადობაზე უარის თქმა და ისრაელის სახელმწიფოს აღიარება.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG