ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოგვარების გზები


პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოგვარების გზები
პალესტინა-ისრაელის კონფლიქტის მოგვარების გზები

ისრაელის მთავრობა და ჰამასის ლიდერები აცხადებენ, რომ მზად არიან ღაზას სექტორში მიმდინარე ძალადობას ბოლო მოუღონ, რომლის დროსაც სულ ცოტა 19 პალესტინელი დაიღუპა.

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ეჰუდ ბარაკმა აღნიშნა, რომ ისრაელი მზადაა ეს გადაწყვეტილება მიიღოს, თუ პალესტინა ამ შეთანხმებას საბოლოოდ დათანხმდება. თუმცა ჰამასის სპიკერმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ მშვიდობა რეგიონში მას მერე დამყარდება, რაც ისრაელი პალესტინაზე მოულოდნელ თავდასხმებს შეწყვეტს:

„თუ ისრაელი აგრესიას შეწყვეტს და მშვიდობა დამყარდება, ჩვენც ამ ნაბიჯს სიმშვიდით ვუპასუხებთ“

ისრაელმა საჰაერო დარტყმები პალესტინის მიმართულებით მას მერე განახორციელა, რაც ხუთშაბათს ღაზას სექტორიდან ნასროლი რაკეტა ისრაელის ტერიტორიაზე სკოლის ავტობუსს მოხვდა,რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

შაბათს, პალესტინის პრეზიდენტმა მაჰმუდ აბასმა არაბული სახელმწიფოების ლიგის წარმომადგენლებთან სასწრაფო შეხვედრა გამართა, რომელზეც დიპლომატიური გზებით კონფლიქტის დასრულებაზე იმსჯელეს.

XS
SM
MD
LG