ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის გადაწყვეტილების გასაჯაროვების შემდეგ, რომ ვაშინგტონი გაეროს უწყებას დატოვებს, ანალოგიური გადაწყვეტილება მიიღო ისრაელმაც. პრემიერ მინისტრ ნეთანიაჰუს ოფისის ცნობით, დანიშნულება მიეცა საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზება მოუხდინოს გაეროს უწყებიდან გასვლის პროცესს. პრემიერი ნეთანიაჰუ, ამასთან, მიესალმა პრეზიდენტ ტრამპის გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ "ეს გაბედული, მორალური გადაწყვეტილება დადგა იმიტომ, რომ "იუნესკო " აბსურდის თეატრის რანგში, ისტორიულ რეალობას ამახინჯებს."

"იუნესკოს" ხელმძღვანელობამ მწუხარება გამოთქვა აშშ-ის გადაწყვეტილების გამო. გენერალურმა დირექტორმა ირინა ბოკოვამ განაცხადა, რომ აშშ-სთან, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ხორცი შეესხა მტკიცე პარტნიორობას. თუმცა მან გამოთქვა იმედი, რომ აშშ, როგორც ამ ორგანიზაციის დამფუძნებელი ქვეყანა, ჩართული დარჩება "იუნესკოს" საქმიანობაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG