ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ღაზას სექტორში დღეს კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა


მედიკოსთა განცხადებით ღაზას სექტორში დღეს კიდევ ორი ადამიანი დაიღუპა და 25 დაიჭრა. ისრაელის და ღაზას საზღვარზე პარასკევს დაწყებული ორმხრივი სარაკეტო თავდასხმები უკვე მეოთხე დღეა არ წყდება. პალესტინელთა შორის მსხვერპლის რაოდენობამ 20-ს მიაღწია. მათ შორის 17 მშვიდობიანი მოქალაქე და ერთი 12 წლის ბავშვია.

პასუხისმგებლობა სამხრეთ ისრაელზე განხორციელებულ სარაკეტო იერიშზე სამხედრო დაჯგუფება - „ისლამურმა ჯიჰადმა“ - აიღო. ჰამასის ოფიციალური პირების განცხადებით შეტევა ისრაელის ოკუპაციაზე სამართლიან პასუხს წარმოადგენს.

ისრაელის მხარემ უსაფრთხოების მიზნით დღეს სკოლები დაკეტა და სარაკეტო იერიშები განაგრძო. პრემიერ მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით საჰაერო შეტევა გაგრძელდება მანამ, სანამ ამას საჭიროება მოითხოვს და მკაცრად დაისჯება ყველა, ვინც ხელს ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე აღმართავს.

XS
SM
MD
LG