ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისრაელი ქვეყანაში შემსვლელ ყველა ადამიანს, მათ შორის, ტურისტებს 14 დღიან კარანტინს ავალდებულებს


ბენ გურიონის საერთაშორისო აეროპორტი თელ-ავივში

ისრაელმა ქვეყანაში მოგზაურობაზე ორკვირიანი კარანტინის მკაცრი რეგულაციები გამოაქვეყნა, რომელებიც როგორც ისრაელის მოქალაქეებს, ასევე ტურისტებს ეხება. მთავრობა ამ ზომებს კორონავირუსისგავრცელების შესაჩერებლად იღებს.

აღდგომის მოახლოებასთან ერთად, ქვეყანა ეკონომიკური დარტყმისთვის ემზადება.

პალესტინელებიცმსგავს ზომებს იღებენ. მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, სადაც იესო ქრისტეს დაბადების ადგილი, ბეთლემი მდებარეობს, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

ახალი რეგულაციების თანახმად, ორკვირიან სავალდებულო კარანტინს გაივლის ყველა ადამიანი, რომელიც ქვეყანაში შევა. ტურისტებს ქვეყანაში შესვლის უფლება ხუთშაბათამდე აქვთ. თუმცა, მათ საზღვარზე მოეთხოვებათ წარადგინონ მტკიცებულება, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე აქვთ გარანტირებული ადგილი, სადაც ისინი 14 დღიან კარანტინს გაივლიან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG