ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

"ისლამური სასელმწიფოს" მორიგი შეტევა თურქეთში


დიარბაქირი, თურქეთი
დიარბაქირი, თურქეთი

26 ოქტომბერს, სამხრეთ-აღმოსავლეთ თურქეთში, „ისლამური სახელმწიფოს“ უჯრედზე განხორციელებული რეიდის შედეგად ორი თურქი პოლიციელი და ცხრა შეიარაღებული პირი დაიღუპა. ეს იმ დროს ხდება, როცა თურქეთის ხელისუფლება სირიის საზღვრის საკუთარ მხარეს ბაზირებულ ექსტრემისტებთან ბრძოლას აძლიერებს.

სროლა, ძირითადად, ქურთებით დასახლებულ ქალაქ დიარბაქირში მოხდა, სადაც პოლიცია რამდენიმე სახლში შეიჭრა. უშიშროების ოფიციალური პირების ცნობით, ოთხი პოლიციელი დაშავდა და სამი შეიარაღებული პირი შეიპყრეს.

თურქეთის ხელისუფლებამ ამ თვის დასაწყისში, დედაქალაქ ანკარაში, თვითმკვლელი ტერორისტების მიერ მოწყობილ ორ აფეთქებაში, რამაც 100-ზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა, დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფო“-ს დასდო ბრალი

XS
SM
MD
LG