ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისლამურმა სახელმწიფომ სირიაში რამდენიმე ქალს თავი მოკვეთა


სირიელი აქტივისტები აცხადებენ, რომ დაჯგუფება ისლამურმა სახელმწიფომ სირიაში რამდენიმე ქალს თავი მოკვეთა. ბრიტანეთში ბაზირებული სირიის ადამიანის უფლებების ცენტრის ცნობით, ქალებს თავები ქმრებთან ერთად სირიის აღმოსავლეთში, ქალაქ დეირ ეზორში ჯადოსნობისთვის მოკვეთეს.

ორგანიზაციის თანახმად, რომელიც ინფორმაციას ადგილობრივ წყაროებზე დაყრდნობით აგროვებს, დაჯგუფებამ შარშან ეგრეთწოდებული სახალიფოს გამოცხადებიდან მოოყოლებული სირიაში 3 000 ადამიანი დასაჯა სიკვდილით, მათ შორის 1 800 სამოქალაქო პირია.

სიკვდილის დასჯის მეთოდად თავის მოკვეთის გამოყენება ჯგუფისთვის ახალი არ არის. ამავე მეთოდით დაჯგუფებამ ჟურნალისტები და ჰუმანიტარული მისიები თანამშრომლებიც დასაჯა. მათ შორის იყვნენ შეერთებული შტატების, ბრიტანეთის და იაპონიის მოქალაქეები.

ამერიკის ყოფილი ელჩი და რეგიონის ექსპერტი ჯეიმს ჯეფრი ამერიკის ხმასთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ამერიკის მეთაურობით მიმდინარე კოალიციის კამპანიამ ისლამური სახელმწიფოსთვის სათანადო წინააღმდეგობის გაწევა ვერ შეძლო.

“მათ სერიოზულად უკან არ დაუხევიათ. მათ მოახერხეს დანაკარგების აღდგენა და ცხადია, მათი განადგურება არ მომხდარა,” ამბობს ჯეფრი, რომლის თქმითაც, ისლამური სახელმწიფო ამჟამად მსოფლიოსთვის ყველაზე დიდი ტეორირსტული საფრთხეა.

XS
SM
MD
LG