ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ისლამურ სახელმწიფოს იარაღს 25-ზე მეტი ქვეყანა აწვდის


უფლებების დაცვის ორგანიზაცია „საერთაშორისო ამნისტია“ აცხადებს, რომ იარაღი, რომელსაც ისლამური სახელმწიფოს მეომრები იყენებენ, ძირითადად ერაყის სმხედრო საცავებიდანაა მოპოვებული.

ორგანიზაციამ ერაყსა და სირიაში გამოყენებული იარაღის წარმომავლობა და ტიპები შეისწავლა. ანგარიშში ნათქვამია, რომ გამოყენებულია სულ ცოტა 25 ქვეყნის იარაღი. ყველაზე დიდი რაოდენობით კი ეს ამერიკული და რუსული წარმოების შეიარაღებაა.

XS
SM
MD
LG