ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

დასავლეთი ისლამურ სახელმწიფოზე ზეწოლას აძლიერებს


პარიზის ტერორისტული აქტების შემდეგ, დასავლეთის მოკავშირეები დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ საერთაშორისო კოალიციის მეშვეობით ბრძოლის გააქტიურებას ცდილობენ. ქვეყნის პარლამენტში გამოსვლისას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა დევიდ კამერონმა კოალიციაში სასწრაფო ჩართვა მოითხოვა.

“თუ ახლა არა, მაშინ როდის?” - დასვა მან კითხვა და განაცხადა, რომ “რაც უფრო მეტ ხანს მიეცემა დაჯგუფებას სირიაში გაზრდის საშუალება, მით უფრო დიდი იქნება მისგან მომავალი საფრთხე”. საკუთარი უსაფრთხოების სხვა კონტრაქტორებისთვის მინდობას, პრემიერმა კამერონმა არასწორი ნაბიჯი უწოდა და აღნიშნა, რომ უახლოესი მოკავშირეები, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა და საფრანგეთის ლიდერი ფრანსუა ოლანდი, ლონდონს დაბეჯითებით მოუწოდებენ ჩაერთოს საერთაშორისო კამპანიაში. დიდი ბრიტანეთი საჰაერო იერიშებში მონაწილეობას აქამდე მხოლოდ ერაყში იღებდა, მაგრამ არა სირიაში.

XS
SM
MD
LG