ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მასშტაბური შეტევა "ისლამურ სახელმწიფოზე"


დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ 250 მებრძოლი იქნა ლიკვიდირებული ერაყში - ამ ინფორმაციას ამერიკის და ერაყის მთავრობა ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის ლიდერობით კოალიციის საჰაერო ძალებმა იერიში მიიტანეს ქალაქ ფალუჯის მახლობლად დაჯგუფების 40 სამხედრო მანქანაზე.

ეს ყველაზე მასშტაბური თავდასხმაა, რომელიც კოალიციამ დაჯგუფების წინააღმდეგ მიიტანა.

ერთთვიანი კამპანიის შემდეგ ფალუჯაზე კონტროლი ერაყის სამხედრო ძალებმა დაიბრუნეს, ჯიჰადისტების კონტროლისგან გასათავისუფლებლად ქვეყნის სამხედროები ახლა მოსულისთვის იბრძოლებენ.

XS
SM
MD
LG