ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტერორისტულ თავდასხმას ტაჯიკეთის სასაზღვრო პოსტზე ორი ადამიანი ემსხვერპლა


ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ტაჯიკეთში სასაზღვრო პოსტს დაესხა თავს. მათ მესაზღვრე და პოლიციის ოფიცერი მოკლეს. ინფორმაციას ამის შესახებ ტაჯიკეთის სამართალდამცავები ავრცელებენ. დაახლოებით 20 თავდამსხმელი, უზბეკეთის საზღვართან, დუშანბედან 60 კილომეტში, სასაზღვრო პოსტს დაესხენ თავს. ისინი ტაჯიკეთში, სამართალდამცავების ინფორმაციით, ავღანეთიდან მოხვდნენ.

„ისლამურ სახელმწიფოს“ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა არ აუღია. ოფიციალური ტაჯიკეთის განცხადებით, თავდამსხმელებიდან 15, დაპირისპირებისას მოკლეს, ხოლო ხუთი მათგანი კი დააკავეს. ტაჯიკეთის მთავრობა დამატებით ინფორმაციას არ ავრცელებს.

ტერორისტულმა დაჯგუფებამ ტაჯიკეთში, 2018 წლის ივლისში დასავლელ ველოსიპედისტებზე თავდასხმაზე, ხოლო 2018 ნოემბერში და 2019 წლის მაისში ფატალურ ციხის ბუნტებზე აიღო პასუხისმგებლობა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG