ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

საერთაშორისო ხნის კომიტეტი კონფლიქტების ზონაში კორონავირუსის მასშტაბურ გავრცელებაზე საუბრობს


საერთაშორისო ხსნის კომიტეტის განცხადებით, ისინი ელოდებიან, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ახლა კონფლიქტი, ან ომია, კორონავირუსით დაინფიცირების მილიარდზე მეტი, ხოლო გარდაცვალების 3.2 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდება. მონაცემები მოიცავს ავღანეთს, სირიას, იემენსა და 31 სხვა ქვეყანას.

კომიტეტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სავარაუდო სცენარის მიხედვით, დაინფიცირების შემთხვევები 500 მილიონიდან 1 მილიარდამდე იქნება, ხოლო ვირუსისგან დაახლოებით 3,2 მილიონამდე ადამიანი გარდაიცვლება ომით დაზარალებულ, ან ისეთ ქვეყნებში, სადაც კონფლიქტი ახლაც მიმდინარეობს.

“ამ ციფრებმა უნდა გამოგვაფხიზლოს”. თქვა საერთაშორისო ხსნის კომიტეტის პრეზიდენტმა დევიდ მილიბენდმა. “ამ პანდემიის სრული, დამანგრეველი და არაპროპორციული წონა ჯერ კიდევ წინაა მსოფლიოს ყველაზე მყიფე და ომის შედეგად დაზარალებულ ქვეყნებში”, დაამატა მან.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG