ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში უსაფრთხოების ძალების რეორგანიზაცია გამოცხადდა


ინფორმაცია პრემიერ მინისტრის ვებგვერდზეც გავრცელდა, თუმცა დეტალები არ დაკონკრეტებულა

ერაყის შიიტმა პრემიერ მინისტრმა ნური ალ მალიკიმ უსაფრთხოების ძალების ოფიცერთა რეორგანიზაცია მოითხოვა, რაც ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რელიგიურ სექტებს შორის დაპირისპირების საფუძველზე გაზრდილმა ძალადობამ გამოიწვია.

რეორგანიზაციაზე ინფორმაცია პრემიერ მინისტრის ვებგვერდზეც გავრცელდა, თუმცა დეტალები არ დაკონკრეტებულა.

ეს გადაწყვეტილება პრემიერმა მას შემდეგ მიიღო, რაც სამშაბათს დანაღმული ავტომობილის აფეთქებამ სუნიტების მეჩეთთან 21 ადამიანი იმსხვერპლა. პარალელურად აფეთქებები მოხდა ერაყის სხვა ქალაქებშიც, რომლის შედეგადაც 12 ადამიანი დაიღუპა.

წელს ასობით მეჩეთი დაიბომბა, რომელთა შორისაა შიიტების სამლოცველო ბაღდადის სამხრეთში, სადაც ორშაბათს მომხდარი აფეთქების დროს ათობით ადამიანი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG