ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყელმა სამხედროებმა ქურთების მიერ კონტროლირებული ავიაბაზა დაიკავეს


ოფიციალური ბაღდადი აცხადებს, რომ ერაყის შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე, ქურთების მიერ კონტროლირებული სადავო ქალაქი კირკუკი და მასთან მდებარე საჰაერო ბაზა დაიკავა. ქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიებზე ნავთობისა და გაზის არაერთი საბადო მდებარეობს.

ოპერაცია მას შემდეგ დაიწყო, რაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჰეიდარ ალ-აბადმა ხელისუფლების მხარდამჭერ მებრძოლებს მოუწოდა, რომ „კირკუკში უაფრთხოება დაემყარებინათ".

აბადმა მოსახლეობისთვის მიმართვაში განაცხადა, რომ ის ვალდებული იყო ასე მოქცეულიყო ქურთისტანის დამოუკიდებლობის რეფერენდუმის შემდეგ. მისი თქმით, ამ რეფერენდუმმა ერაყი დაშლისა და დაყოფის საფრთხის ქვეშ დააყენა.

„ჩვენ ვასრულებთ ჩვენს კონსტიტუციურ მოვალეობას, რათა ფედერალური ხელისუფლების უფლებამოსილება ვრცელდებოდეს ქვეყანაში და უზრუნველყოფდეს უსაფრთხოებას და ამ ქალაქშიც იყოს კეთილდღეობა და მშვიდობიანად თანაარსებობდეს ყველა ერაყელი", განაცხადა ქვეყნის ლიდერმა.

ქურთები ქალაქ კირკუკს მას შემდეგ აკონტროლებდნენ, რაც იქიდან 2014 წელს ის ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლები განდევნეს. ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის დიდი ხანია დავა მიმდინარეობს იმის შესახებ, თუ ვინ უნდა აკონტროლებდეს ნავთობით მდიდარ რეგიონს.

შეერთებული შტატები რეფერენდუმის შესახებ აცხადებს, რომ "მას ლეგიტიმურობა აკლდა" და რომ ქვეყანა მხარს უჭერს "ერთიან" ერაყს. თუმცა ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ მიმართული ბრძოლებისას შეერთებული შტატები წვრთნიდა და შეიარაღებას აწვდიდა, როგორც ერაყის ისე ქურთისტანის შეიარაღებულ ძალებს "პეშმერგას".

Facebook Forum

XS
SM
MD
LG