ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაღდადში 10 ადამიანი დაიღუპა


ერაყის დედაქალაქში ნაპოვნ 4 გვამს, რომელთა შორის 3 მამაკაცი და 1 ქალია, წამების კვალი აღენიშნება

ერაყის დედაქალაქში დღეს სულ ცოტა 10 ადამიანი დაიღუპა. ოფიციალური წყაროების მიხედვით, მანქანებში დამონტაჟებული ბომბები ბაღდადის რამდენიმე უბანში აფეთქდა. საფრანგეთის საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, დასავლეთ ბაღდადში ნაპოვნ 4 გვამს, რომელთა შორის სამი მამაკაცია და ერთი ქალი, წამების კვალი აღენიშნება. ისინი თავში ნასროლი ტყვიით არიან მოკლული.

2008 წლიდან, ქვეყნის სუნიტ და შიიტ მოსახლეობას შორის მიმდინარე სექტარული დაპირისპირების შემდეგ, ეს ერაყში ყველაზე მსხვერპლიან პერიოდად შეიძლება ჩაითვალოს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ცნობით, ძალადობით ერაყში გასულ წელს 9 ათასი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ათასზე მეტი სამოქალაქო პირი იყო.
XS
SM
MD
LG