ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყში აფეთქება მოხდა


ბაღდადში უმეტესი აფეთქებები შიიტურ დასახლებებში ხდება

ერაყის დედაქალაქში დანაღმული ავტომობილი აფეთქდა, რომლის შედეგადაც 66 ადამიანი დაიღუპა.

ერაყის მთავრობის განცხადებით, ბაღდადში უმეტესი აფეთქებები შიიტურ დასახლებებში ხდება.

ორშაბათის აფეთქებაზე პასუხისმგებლობა არავის აუღია. ერაყში ერთთვიანი რელიგიური დაპირისპირების შემდეგ დაძაბულობა თანდათან მატულობს.

ერაყის უმცირესობაშჲ მყოფი სუნიტი მოსახლეობა შიიტ ხელისუფლებას უსამართლო დაპატიმრებებსა და პოლიტიკურ დევნაში ადანაშაულებს.
XS
SM
MD
LG