ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

იგეგმება აშშ-ის დახმარების მომდევნო ეტაპი ერაყში


პრეზიდენტი ბარაკ ობამა ერაყის პრემიერ-მინისტრს ჰაიდერ ელ-აბადის ხვდება
პრეზიდენტი ბარაკ ობამა ერაყის პრემიერ-მინისტრს ჰაიდერ ელ-აბადის ხვდება

იმ დროს, როცა 450 ამერიკელი სამხედრო ინსტრუქტორი, ერაყის შეიარაღებული ძალების წვრთნის და დახმარების მისიით ანბარის პროვინციაში გასამგზავრებლად ემზადება, პენტაგონმა განაცხადა, რომ ამერიკული დახმარების შემდგომი ეტაპი, ექვსიდან რვა კვირამდე დროის განმავლობაში დაიწყება.

ამერიკელი სამხედროები ტაქადუმის სამხედრო ბაზაზე იქნებიან, რამადისა და ფალუჯას შორის. ეს ის ორი ძირითადი ქალაქია, რომელსაც ამჟამად დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ აკონტროლებს.

ამ მისიის შესახებ თეთრმა სახლმა გუშინ გამოაცხადა და ითქვა, რომ პრეზიდენტმა ობამამ ამ საკითხზე ერაყის პრემიერ მინისტრ ჰაიდერ ალ-აბადისთან იმსჯელა და ეს მისია აბადის „დამატებითი დახმარების სურვილისა და თხოვნის“ შესაბამისად დაიგეგმა.

XS
SM
MD
LG