ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ერაყის ვიცე პრეზიდენტი ქურთისტანის ხელსუფლებამ შეიფარა


ერაყის ვიცე პრეზიდენტი ქურთისტანის ხელსუფლებამ შეიფარა

ერაყის პრემიერ მინისტრი ნური ალ მალიკი ქურთისტანის ხელისუფლებას მოუწოდებს ვიცე პრეზიდენტის თარიკ ალ ჰაშემი ბაღდადს გადასცეს, რომლის წინააღმდეგ ერაყის ხელისუფლებამ გუშინ დაკავების ორდერი გასცა და ახლა იგი ერაყის მთავრობის წევრების მკვლელობის ორგანიზების მოტივით იძებნება.

მალიკიმ აღნიშნული განცხადება დღეს ბაღდადში გამართულ პრეს კონფერენციაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ჰაშემიმ სასამართლოს წინაშე უნდა აგოს პასუხი.

ერაყის ვიცე პრეზიდენტი, რომელიც სუნიტი მუსლიმია, უარყოფს შიიტებით დაკომპლექტებული მთავრობის ბრალდებებს და აცხადებს, რომ მის წინააღმდეგ მიმართული დაპირისპირება პოლიტიკურად არის მოტივირებული.

XS
SM
MD
LG